logo
ENG


ყოფილი პროკურორი: ხორავას საქმის და ბოლო მოვლენების შემდეგ უწყების მიმართ ნდობა დაეცა
  • 727ნახვები

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ პირველი ასეთი დარტყმა იყო ხორავას ქუჩის საქმე, როდესაც საზოგადოებაში ნდობის მაჩვენებელი რადიკალურად დაეცა. როდესაც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები მოდიოდნენ და ვატარებდით შერჩევას, ხალხი პირდაპირ ამბობდა, რომ არ ენდობოდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, არ ენდობოდნენ პროკურატურას და იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. 

მეორე ყველაზე დიდი დარტყმა იყო ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება. შეგნებულად არ გავამახვილებ ყურადღებას კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებზე... ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ძალიან მალე მე, პირადად, მქონდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა, სადაც 5 კანდიდატიდან 3-მა მითხრა, რომ არ ენდობოდნენ სასამართლოს და პროკურატურას, არ ჰქონდათ ნდობა და ჩვენ რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, რა მტკიცებულებაც არ უნდა მიგვეტანა, ისინი უბრალოდ ჩვენს პოზიციას ვერ გაიზიარებდნენ. 

პროკურორი, რომელმაც სისტემა რამდენიმე დღის წინ დატოვა, პროკურატურაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა