logo
ENG


ვოლსკი: მხარე, რომელიც ხელს მოაწერდა დოკუმენტს, ვეღარ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე
გია ვოლსკი
24 აპრ, 2021 22:30
ვოლსკი: მხარე, რომელიც ხელს მოაწერდა დოკუმენტს, ვეღარ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე
  • 2143ნახვები

თავიდანვე, დავსხედით და დავიწყეთ საუბარი იმაზე, ვინ წავიდოდა მოლაპარაკებებზე, ეს იყო მთავარი თემა. უკვე იმ დროიდან ვიცოდით, რომ თუ წარმატებით დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები, ადამიანი, რომელიც ხელს მოაწერდა ამ დოკუმენტს როგორც მხარე, აღარ იქნებოდა მის პოზიციაზე. თავად არჩილმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ როდესაც ხელს მოაწერდა დოკუმენტს და ხელმოწერამდე ჩართული იქნებოდა ამ მძიმე და ხისტი მოლაპარაკების პროცესში, რა თქმა უნდა, ვეღარ შეასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას... კახა კუჭავა არ არის ნეიტრალური მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ რეალურად მას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია იყოს ნეიტრალური და გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა და ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ იმედის ეთერში. შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

 



ასევე ნახეთ
close დახურვა