logo
ENG


პაპუაშვილი ამნისტიაზე: მელიას გარშემო დედამიწა არ ტრიალებს, მათ შორის, არც ამ შეთანხმებაში
  • 1060ნახვები

ეს ამნისტია არის ნაწილი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ჰქვია წინსვლის გზა საქართველოსთვის და რომლის მთავარი არსი არის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს და კონფრონტაციიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე. ეს არის მთელი იდეა სხვადასხვა რეფორმის თუ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების. მთავარი აზრი არის ეს, რომ პარტიები ქიშპობიდან და პოლარიზაციიდან გადავიდნენ თანამშრომლობაზე. ერთ-ერთი დეტალი არის ამნისტია და არა იმიტომ, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, არამედ იმისთვის, რომ 20 ივნისის გარშემო არსებული სხვადასხვა შეფასებები გადავდოთ გვერდზე და გავიხედოთ წინ. ეს არის ამ ამნისტიის მიზანი. არა ნიკა მელიას გამოყვანა ციხიდან, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებების გვერდზე გადადება და წინ გახედვა. იცით, რომ ნიკა მელიას გარდა, მის გვერდით მყოფი სხვა ხალხი, ვინც ძალადობაშია ბრალდებული, მათ მიმართ არის საქმეები. ასე რომ ნიკა მელიას გარშემო დედამიწა ნამდვილად არ ტრიალებს, მათ შორის, არც ამ შეთანხმებაში.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა შალვა პაპუაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა