logo
ENG


ბურჯანაძე: მელიას გზავნილი სწორია, რას ნიშნავს ამნისტია? უნდა გამოვიდეს როგორც დამნაშავე?
  • 1174ნახვები

ნიკა მელიას არაერთხელ გამოვუცხადე სოლიდარობა და აღვნიშნე, რომ ძალიან სწორი გზავნილები აქვს ციხიდან. ამჯერადაც აბსოლუტურად სწორია ის გზავნილი, რაც მან გამოგზავნა იმიტომ, რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა ასე ნაჩქარევად. ჩვენ შეგვეძლო, როგორც ეს დანიელსონთან იყო, ოპოზიციას მეორედ დაეკავებინა პრინციპული პოზიცია და უკვე ნამდვილად მივიღებდით იმას, რაც ჩვენ გვინდა. რას ნიშნავს ამნისტია?! ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან როგორც დამნაშავე?! ამნისტიით უშვებენ დამნაშავეებს, ამნისტიით არ ათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს და არ აღიარებს სახელმწიფო, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა. ნიკა მელია უნდა გაუთანაბრდეს იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისის აქციებს არბევდა?! ამნისტია სჭირდება ხელისუფლებას. რა თავხედურად ლაპარაკობენ ნახეთ, რომ მომავალში ვისაც წაუყენებენ ბრალდებას იმათაც კი აღარ უნდა შეეხოთ არაფერიო. ანუ თავის საქმეს იკეთებენ და ოპოზიციამ რას მოაწერა ხელი მაინტერესებს, რომ ნიკა მელია გაიგივებოდა იქაურ პოლიციელებს, რომლებმაც ადამიანებს თვალები დასთხარეს?!

 

განაცხადა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა კომენტარში. ბურჯანაძე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა