logo
ENG


ოხანაშვილი: მელიას ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება
  • 989ნახვები

ერთი ადამიანი ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაცია-დეესკალაციას. ამისთვის ერთერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და ეს შესრულდება.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა