logo
ENG


გამყრელიძე: მომხრე ვართ, მათ, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, შესაბამისი "პრივილეგია" ჰქონდეთ
  • 1942ნახვები

ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილი ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა ინცენტივები საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამოდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი "პრივილეგია", უპირატესობა. მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის, იგივე ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები, სადაც ყველა აცრილია. ასევე, გვაქვს კოვიდთავისუფალი კლინიკები, სადაც ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალი აცრილია და ასე შემდეგ. ეს სერიოზული პრივილეგიაა ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა დაწესებულება.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა კომენტარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა