logo
ENG


პაპუაშვილი მელიაზე: თუ გირაოს თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, თავად გადაიხადოს
  • 1013ნახვები

დიდი ხანია უკვე ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გასული არიან საერთოდ ყოველგვარი რაციონალური და რაიმე ასეთი დამოკიდებულებისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაეშალათ მათ მთელი მცდელობა დესტრუქციის, შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით. ახლა ცდილობენ, რომ რამენაირად ეს შეთანხმების აღსრულება ჩაშალონ. ამის ნაწილია დღეს ეს განცხადებაც. თუკი გირაოს თანხმდება [ნიკა მელია] ევროკავშირის, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს, მე ვერ ვხვდები... ზოგადად რა დამოკიდებულებაა, თუკი ის გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას და მმართველ გუნდს მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა