logo
ENG


სამადაშვილი: ამ დარბაზიდან მინდა მივესალმო პოლიტპატიმრებს მელიას და რურუას
  • 519ნახვები

ეს კრიზისი არ არის დასრულებული. ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ, დღეს მე, პირველ რიგში, აქ, ამ დარბაზიდან მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი წინ, იმისკენ, რომ ჩვენ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს და გზას გაუხსნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. 

უპარტიო დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა