logo
ENG


"ნიკა მელიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს უკანონო პატიმრობა" - გიორგი რურუამ ციხე დატოვა
გიორგი რურუა
27 აპრ, 2021 18:49
"ნიკა მელიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს უკანონო პატიმრობა" - გიორგი რურუამ ციხე დატოვა
  • 855ნახვები

პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის, მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის ელჩს, ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ასევე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ევროკავშირის პარლამენტარებს, ჩვენს დიდ მეგობარს კუბილიუსს, მარკეტა გრეგოროვას და სხვებს. 

ახლა, რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. 

მოგეხსენებათ, წელიწადნახევარი გავატარე აქ [ციხეში], რატომ - არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და მემგონი, ყველასთვის ნათელია. 

ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ. ვიმუშავოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. 

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს. მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, ჟურნალისტებს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს. 

სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა