logo
ENG


პაპუაშვილი: კუჭავა ფარული კენჭისყრით ავირჩიეთ, ლოგიკურად, 6 წინააღმდეგი ყოფილი თანაგუნდელია
  • 1204ნახვები

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარედ, კახა კუჭავას არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 6. ოპოზიციიდან მას მხარდაჭერა გამოუცხადეს მოქალაქეებმა და ევროპელმა სოციალისტებმა. კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის 6 წინააღმდეგი, თუმცა დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს 6, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია.

სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს: ადამიანური - სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენს გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან. პოლიტიკური - ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ჩვენ ვირჩევდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის.

ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუნდს ფეისბუქპოსტით აკრიტიკებს. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა