ნიკას შევუთვალე ჩემი სათქმელი. ნიკა რასაც აკეთებს, ეს არის ღირსეული ადამიანის სწორი გადაწყვეტილება. მე ვუთხარი, რომ ევროკავშირის გირაოს დათანხმებულიყო და გამოსულიყო საპყრობილიდან. მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ნიკა ახლა ძალიან სჭირდება არამხოლოდ მის პარტიას, არამედ მთლიანად ყველას, საზოგადოებასაც, ოპოზიციურ პარტიებს და მინდა, რომ მალე დატოვოს საპატიმრო..
დღეს ნიკა რომ პოლიტპატიმარია და გავრილოვის და რუსული დაკვეთით ზის ციხეში ეს არამარტო ჩემთვისაა ნათელი, მგონი ევროკავშირის გირაოც ცხადყოფს ამას. ციხეს ორი კარი აქვს, შესასვლელი და გამოსავლელი, როგორ ღირსეულადაც შევიდა, ისე ღირსეულად გამოვა. ეს ტვირთი აიღო და აკეთებს ჩვენთვის, თავის შვილისთვის და ყველასთვის.
არ არის მარტივი გადაწყვეტილება, როდესაც შეგიძლია ყოველდღე საკნის კარები გააღო, მაგრამ ეს ღირსებაზე გადაბიჯებით არ ხდება.
განაცხადა გიორგი რურუამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. გიორგი რურუა პრეზიდენტმა 27 აპრილს შეიწყალა.