ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პარლამენტის არჩეულმა წევრებმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას უკავშირდება. აღსანიშნავია როგორც ამ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა, ისე მისი ეფექტური მონიტორინგი. ეს ყველაფერი ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აცხადებს მზადყოფნას, რომ გაყვნენ ევროატლანტიკურ კურსს. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ყველა მხარე თუ მოაწერს ხელს, ეს საშუალებას იძლევა მისი შესრულების მონიტორინგი ეფექტურად განხორციელდეს. ყოველთვის სჯობს იჯდე მაგიდასთან, ვიდრე გვედით ოთახში. რაც შეეხება ბატონ მელიას, ვფიქრობ, კარგი იქნება განიხილოს იმ გარანტიების გამოყენება, რომელსაც სთავაზობენ ევროპელი მომლაპარაკებლები.
განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ლანდსბერგისი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 27 აპრილს ჩამოვიდა.