logo
ENG


ცერცვაძე: ხალხი წესებს არ იცავს, აქვთ მიდგომა, რომ სახელმწიფომ კეთილი ინებოს და დამიცვას
  • 2838ნახვები

მოსახლეობას უკავია ასეთი პოზიცია, რომ მას ეზარება პირბადის ტარება, ეზარება სოციალური დისტანცირება, უარს არ ამბობს სიამოვნებაზე, რომ მიიღოს მონაწილეობა ხალხმრავალ შეკრებებში, დაბადების დღეებში, ქორწილში ამ ქელეხში. არ იცავს რეგულაციებს და პრეტენზიულია სახელმწიფოს მიმართ. "მე გავაკეთებ რასაც მინდა იმას, სახელმწიფოს ვალია, მაინც დამიცვას ინფიცირებისგანო". ეს არასწორი მიდგომაა. არც ერთ ქვეყანაში არ შვებიან ისე, რომ მე მოვიქცევი ისე როგორც მსიამოვნებს და სახელმწიფომ კეთილი ინებოს და დამიცვას ყველა შემთხვევაში. ყველა მოქალაქემ უნდა შეასრულოს რეგულაციები და ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებული იქნება და იცავს მათ უსაფრთხოებას

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ იმედთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა