logo
ENG


პატრიარქი: წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: მამაკაცი და ქალი
ილია მეორე
02 მაი, 2021 00:15
პატრიარქი: წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: მამაკაცი და ქალი
  • 1194ნახვები

ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას,რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურსცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი,აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; "კრიზისული წესრიგის" ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: "მამაკაცი" და "ქალი", "ოჯახური ფასეულობები"…



ასევე ნახეთ
close დახურვა