logo
ENG


გომელაური: თუ მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?
  • 881ნახვები

მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ალბათ ამნისტიებს უნდა ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მთელი ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უნდა მიეღოთ ეს ამნისტია.

არ ვთვლი, რომ უსამართლობაა, პოლიციელებსაც რომ ეხებათ. არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და პოლიციელებს ვიცავ. მაშინ ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული. თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს? ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა.

მძიმეს ისედაც არ ეხება, 117-ს მაგალითად არ ეხება, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სამართლიანია. მე თუ უფრო მძიმე მუხლი მაქვს მიყენებული და მე მეხება, რა თქმა უნდა, ჩემზე მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, იმათაც უნდა შეეხოთ.

 

განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა