სამიზნე გვაქვს, რომ სულ მცირე, 5 [ათასზე] ავიდეთ მაისში დღიური აცრებით, ივნისში 6-7-მდე, ივლისიდან კი გვინდა მასობრივი იმუნიზაცია გაიშალოს ქვეყანაში და გვქონდეს 10-დან 15 ათასამდე აცრა. თუ ამას გავაკეთებთ, დეკემბრის ბოლოს გავალთ სამიზნე მაჩვენებელზე, რაც გვინდა - ანუ აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 60%, ანუ 1.7 მლნ ადამიანი.
ეს შექმნის საზოგადოებრივ იმუნიტეტს. ჩვენ აღარ გვექნება მეოთხე, მეხუთე ტალღები, არ გვექნება ყოველდღიურად ტრაგიკული 15-20 გარდაცვალება. ეს მიიღწევა ინტენსიური ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებების დაცვით, ესაა პირბადე და დიდი თავშეყრების დაცვა. დისტანციას და სანიტარულ წესრიგს, მე მგონია, უკვე მივეჩვიეთ.
ქვეყანაში ვაქცინაციის მიმდინარეობისა და გეგმების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.