მგონია, რომ [ენმ] უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალები. მე ერთი 3-4 საგამოძიებო კომისიის თემა მაქვს, რაც მინდა გულწრფელად რომ გავაკეთო და მათი ხელმოწერები საჭიროა. არ ვიტყვი წინასწარ. კორუფციული თემები მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ვთხოვ მე, რომ შევიდეთ პარლამენტში, გვჭირდება, რომ ჩვენ ეს საკითხები საზოგადოების სამსჯავროზე დავაყენოთ.
ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.