logo
ENG


გამყრელიძე: თუ ძალიან არ გავლაღდებით, ამ 2 კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს
  • 828ნახვები

არის ცხრილი, რომელიც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ აღვნიშნავდით აპრილის ბოლოდან, რომ მაისის პირველი ორი კვირა და ცოტა მეტი შესაძლოა პიკური პერიოდი ყოფილიყო, რომლის შემდგომაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა. ეს ეპიდემიის განვითარების ბუნებრივი მრუდიც არის და მეორე მხრივ ის, რომ გარკვეული რეგულაციები იცვლება და სასიამოვნოა, რომ ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 76% დაფიქსირდა. ეს იდეალური არ არის, იდეალური 95%-ია, მაგრამ ბევრად მეტია, აპრილის დასაწყისში ჩამოსული ვიყავით 50%-ზე.

ამიტომ არ არის ჯერჯერობით საუბარი სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ასევე, სამწუხაროდ, დღეს გვქონდა დეკემბრის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ციფრი. პროგნოზირება უმადურია მედიცინაში, თავს ვიკავებთ ხოლმე ექიმები პროგნოზზე, მაგრამ გარკვეული პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ახლა ვართ პიკში და თუ ყველაფერს დავიცავთ და ძალიან არ გავლაღდებით, ამ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა