logo
ENG


ცერცვაძე: ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათი მოიხსნება
  • 1401ნახვები

როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას, ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით, კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება.

ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის კომენდანტის საათი, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას, არ მგონია, რომ ახდენდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში კომენდანტის საათი არ იქნება. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია.

განაცხადა ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა