logo
ENG


კახაძე: ჯარს ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა, ხომ არაა დრო, აღვადგინოთ ეს ტრადიცია?
ლადო კახაძე
13 მაი, 2021 18:45
კახაძე: ჯარს ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა, ხომ არაა დრო, აღვადგინოთ ეს ტრადიცია?
  • 1061ნახვები

ქართულ ჯარს და საერთოდ ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. თქვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი - ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება და... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. რას ფიქრობთ, ჩვენ მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ახალგაზრდების გაზრდაზე, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად, ხომ არ დადგა დრო, აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაშიც და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებს.

მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა