logo
ENG


ეპისკოპოსი სპირიდონი: გაძარცულია ეკლესია, ლიბერასტები კი გვეუბნებიან, 25 მლნ რატომ გაქვთო
  • 1730ნახვები

დღეს გაძარცულია ჩვენი ეკლესია და არის იმ მდგომარეობაში, რომელიც იმ წყეულმა ლენინმა, მანამდე ჟორდანიამ, შეჩვენებულმა, ძაღლი მიაკვდა საფლავში და მერე ბოლშევიკებმა გააკეთეს - ამ მდგომარეობაშია. და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, ეს 25 მილიონი რატომ გაქვთო? აი, ეს ლიბერასტები, ძალიან უხეში სიტყვა რომ არ ვიხმარო. 

ეს ვირეშმაკა ტელევიზიები კიდევ, ეს ტვ პირველი, რუსთავი 2, მთავარი არხი, ფორმულა, დღე და ღამე რომ გვლანძღავენ, ეკლესიას. თავის ტოტს ჭრიან, რომელზეც ზიან. იმ ჭიქაში აფურთხებენ, საიდანაც წყალს სვამენ. ეს უკეთური ხალხი, ეს უკეთური ადამიანები, რომლებსაც ქართველობის და ადამიანობის ნიშან-წყალი აღარ შემორჩათ. 

თქვა სხალთელმა ეპისკოპოსმა 14 მაისის ქადაგების დროს. კრიტიკული მედიებს მან წარსულშიც უწოდა "სატანის მიკროფონი". 



ასევე ნახეთ
close დახურვა