logo
ENG


ხვიჩია: სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა, სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში
იაგო ხვიჩია
19 მაი, 2021 12:20
ხვიჩია: სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა, სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში
  • 1172ნახვები

მიხეილ სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში. ამ შემთხვევაში, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მათთან ერთად. სხვა შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი მონატრება არ ჩანს სააკაშვილის, თავისით კიდევ ვერ ჩამოდის, ვერც მის პარტიას ჩამოჰყავს მარტო, მხოლოდ იქით დადიან. ამიტომ, იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, ჯერ უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს.

 

განაცხადა პარტია გირჩის ერთერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა