ამ შეთანხმების განხორციელება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს. პასუხისმგებლობა აქვს, როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ პარტიას. მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილების პროცესი და უკვე რეალური ნაბიჯია იმისთვის, რომ პარლამენტმა სრული შემადგენლობით იმუშაოს. ჩვენ ველოდებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, იმედია მათ ვნახავთ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიიღონ მონაწილეობა განხილვებში.
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.