logo
ENG


გოლეთიანი: ვგეგმავთ პერმანენტულ პიკეტირებებს სხვადასხვა ადგილებზე
  • 692ნახვები

ვგეგმავთ პერმანენტულ პიკეტირებებს, სხვადასხვა ადგილებზე. ეს პროცესი არ შეჩერდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ეს ჩვენი უკომპრომისო და მკაფიო პოზიცია ჩვენი. არ გვაქვს ახირება უბრალოდ იმისა, რომ რაღაც არ აშენდეს ამ ქვეყანაში, უბრალოდ 209 დღეა საზოგადოებას ვაცნობთ, რატომ არ უნდა აშენდეს აღნიშნული პროექტი, რატომ არის პრობლემის შემცველი და რა არგუმენტები არსებობს ჩვენ მხარეს. შეხვედრებიდან იპარებიან მინისტრები, მათ საგნობრივი დიალოგში შემოსვლა არ სურთ. 5 წუთში აშკარავდება მათი ვიწრო, პირადი ინტერესი. უკაცრავად თუ ვერ დავდექით იქ და იმ ფორმით არ გავაგრძელეთ ის პროტესტი, როგორც მთელი ეს პერიოდი გვქონდა.

განაცხადა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან საუბარში. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედნიდან მშრალი ხიდისკენ მსვლელობით მიემართებიან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა