logo
ENG


თურნავა: ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ეს საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინები იყო
  • 1172ნახვები

ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე კონსერვატიული მოლოდინები იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წლის დასაწყისში. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, აისახება ეკონომიკაზე, იმიტომ, რომ ტურიზმი თავისთავად დიდი დარგია - 8% ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2019 წლის ჩათვლით, ასეთი სტატისტიკა იყო. მაგრამ ასევე დარგია, რომელსაც დიდი ეფექტი აქვს სხვა მოსაზღვრე დარგებისთვის, ის ამუშავებს ვაჭრობას, ტრანსპორტის სექტორს, სოფლის მეურნეობას, წარმოებას და მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ძალიან დადებითად მოხდება ეს დინამიკა. მთლიანობაში უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის საზღვარი გახსნილი, საიდანაც ჩვენ უარყოფითი pcr ტესტით ვუშვებთ ვიზიტორებს საზღვრებზე. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნიდან სრულად ვაქცინირებულ ვიზიტორებს ვუშვებთ და თქვენ უკვე ხედავთ, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი ტურისტული ჯგუფები.

 

განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა