logo
ENG


მეგრელიშვილი: ჩემი პირველი გამოსვლაა პლენარულ სხდომაზე, სისულელეს თუ ვიტყვი, არ დამცინოთ
  • 1535ნახვები

დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამე ისეთს ვიტყვი, სისულელეს, არ დამცინოთ. ბევრი რაღაც მინდოდა მეთქვა რადგან პირველი გამოსვლა იყო, გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე იმიტომ, რომ ყველა ის საკითხი, რომელზეც აქ საუბრობდით, ყველაფერს შეეხეთ ფაქტობრივად. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაც ძალიან მაწუხებს ის გითხრათ - ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომ უყურებ თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ამის გამო, დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არა და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ.

 

განაცხადა პარტია გირჩის ერთერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა