logo
ENG


მდინარაძე ნამახვანჰესის აქციაზე: ნებსით თუ უნებლიედ ჩრდილოელი მეზობლის საქმეს აკეთებენ
  • 1343ნახვები

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არის ჩვენი საქმიანობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარეობს აქცია, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს, ადამიანები, რომლებიც აორგანიზებენ ამ აქციას პირდაპირ ეთერში, დებატებზე, გადაცემაში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ, ჩნდება გარკვეული ეჭვები, თუმცა ამის იქით მე ახლა არ წავალ. ნებსით თუ უნებლიედ, ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს მაგალითად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. როდესაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი, კონკრეტულ შემთხვევაში 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზე და ეწინააღმდეგები, მინიმუმ ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ერთი მხრივ ენერგოდამოუკიდებლობის და მეორე მხრივ 800-მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს.

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. ჰესის მოწინააღმდეგეები მესამე დღეა, რამდენიმეთვიან პროტესტს თბილისში აგრძელებენ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა