ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოების წინ მწვავედ აღქმული თემები, როგორიცაა ნამახვანჰესის საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.