logo
ENG


სააკაშვილი: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის შანსი დიდი ჰესების გარეშეც აქვს
  • 1805ნახვები

ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში ვარ და ზღვაში გაკეთებულია ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ როდესაც ნამახვანჰესზე ვლაპარაკობთ, როცა ნამახვანი და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ იყო. არ იყო მზის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო ქარის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო წყალბადის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს, ასე რომ საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც, ამ ეტაპზე.

საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის, ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოჯისტიკა. ეს ყველაფერია, რაც შემოიტანს საქართველოში ფულსა და შემოსავალს. 

თუ ჰოლანდიის პატარა მიწაზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავიანთ თავს, საქართველო მითუმეტეს შეძლებს. [...] 

ეს საკითხი [ნამახვანჰესის] უნდა გადაწყდეს ისე, როგორცაა საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპატიებისა. 

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა