logo
ENG


გოლეთიანი: გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ფინანსები სპეკულაციის საგნად და დავიქირავეთ აუდიტი
  • 840ნახვები

ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და დაფინანსება ძირითადად მოდის მათგან და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ვინც აქ ვდგავართ აქტიურ მონაწილეობას ფინანსურს, ფიზიკურს თუ მორალურს იღებენ მთელი ამ ბრძოლისთვის და პროცესისთვის, რაც არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ფინანსები სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენი facebook-ის გვერდზე და ამასთან დაკავშირებულ ყოველგვარ კითხვას გაეცემა პასუხი.

განაცხადა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა