logo
ENG


გამყრელიძე: ზღვაში პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ, ბულვარში - კი
  • 5143ნახვები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, ანუ იქ, სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება. გასაგებია ახლა, რომ სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, მაგრამ იქ თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა გამოიყენოთ. სანაპიროზე თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ, არავინ მოგთხოვთ [პირბადის ტარებას], მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა