logo
ENG


იმნაძე: 2 აცრიდან 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ, უპირბადოდ იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია
პაატა იმნაძე
02 ივნ, 2021 11:53
იმნაძე: 2 აცრიდან 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ, უპირბადოდ იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია
  • 7673ნახვები

მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა