logo
ENG


უგულავა პანსიონზე: არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო დუმს, მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ
გიგი უგულავა
03 ივნ, 2021 14:07
უგულავა პანსიონზე: არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო დუმს, მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ
  • 1019ნახვები

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ მინისტრო, როცა ბავშვებს ეხება გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ გააღეთ პანსიონის კარი.

წერს Facebook-ზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა