logo
ENG


იმნაძე: 11 საათზე ტურისტების სახლში მისვლა მირჩევნია დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას
პაატა იმნაძე
03 ივნ, 2021 14:26
იმნაძე: 11 საათზე ტურისტების სახლში მისვლა მირჩევნია დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას
  • 1224ნახვები

ქვეყანაში ხომ პრაქტიკულად არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს, დარჩენილია ერთადერთი რეგულაცია - ეს არის პირბადე. ნუ გასაგებია, იქვე დისტანციის დაცვა შიდა სივრცეებში, რესტორნებში და დარჩენილია ეს კომენდანტის საათი 11-დან 4 საათამდე... მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც 11 საათზე სახლში მისვლა ტურისტის მირჩევნია, 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას დღეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებულია, რამდენი იქნება აცრებით მოცვა, როგორი იქნება რისკი დაავადების გადაცემის ანუ როგორი იქნება ავადობა 100 ათას მოსახლეზე.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში. საქართველოში დღეს კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 205 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა