logo
ENG


ხაზარაძე პანსიონზე: მივესალმები სასულიერო პირების ზრუნვას, მაგრამ დახურული არ უნდა იყოს
  • 983ნახვები

არაფერი დახურული, განსაკუთრებით, როცა ეს ბავშვებს ეხება, არ უნდა არსებობდეს, ვისი ქუდის ქვეშ ან მფარველობის ქვეშაც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, როცა ეს ეკლესიას ეხება. ეკლესიის განზრახვაში, რომ ამ ბავშვებს მოუარონ, მე ეჭვი არ მეპარება. მე ნანახი მაქვს სხვათაშორის რამოდენიმე მსგავსი სახლი, ის პირობები და მივესალმები იმ ზრუნავს, რომელიც იქ ამ ადამიანებს აქვთ, სასულიერო პირებს. მაგრამ, როცა იკეტება და ასეთი პოზიციაა, რომ იმას შევუშვებ - ამას არ შევუშვებ, როცა ეს კანონით არის სავალდებულო რომ მოხდეს, იქ ჩემი პოზიციაა, რომ ეს არ შეიძლება. უფრო მეტიც, მე რაღაც ხმა მომივიდა, რომ იქ გამოძიებაა დაწყებული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, გასაჯაროვდეს, რა საქმეების წარმოება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამას საპატრიარქო მიესალმება, იმიტომ რომ ღიაობა საპატრიარქოსა და ჩვენი ეკლესიის იმიჯისთვის არის ნომერ პირველი.

 

განაცხდა პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა კომენტარში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა