logo
ENG


კობახიძე: სენატორებს ვუთხარით, რომ 2 კრიმინალი თავისუფალია და ამნისტია მალე დამტკიცდება
  • 1749ნახვები

გვქონდა დისკუსია ყველა ასპექტთან დაკავშირებით, გავაცანი ჩვენი გეგმები და იყო ინფორმაციების გაცვლა. ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე, რომელიც უკავშირდება მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას და აღსრულებას. ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც, რომელსაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, დამტკიცდება ძალიან მალე, შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან შეხვედრის შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა