მიმაჩნია, რომ საქართველო არამხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გასაწევრიანებლად. არსებობს პროცესი, MAP-ი, რომელიც NATO-ს წევრობისთვის შემდეგი ნაბიჯია. საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობს, ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს რეფორმები სამხედრო და თავდაცვის სფეროში, ამავე დროს კანონის უზენაესობის თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას
განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა თბილიში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.