logo
ENG


კაპანაძე ნინოწმინდის პანსიონზე: სახელმწიფო და სამართალი უბრალოდ არ არსებობს
  • 797ნახვები

ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით რაც ხდება და გვესმის, არის უეჭველი საბუთი იმისა, რომ სახელმწიფო და სამართალი უბრალოდ არ არსებობს. მარტო ხელისუფლება არსებობს, რომელიც ებღაუჭება სკამს. ამიტომ არ გამოიძიეს, ამიტომ არ გაასაჯაროვეს. ეკლესია და მრევლი მოკავშირეებად მიაჩნიათ. ბავშვები არ აინტერესებთ. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, მუდამ ასე იქნება. ხელისუფლება, რომელსაც პანიკურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის გარდაუვალი მოძალადე, ან მოძალადეების მოკავშირეა. და პასუხად ვისმენთ, რომ იქ ბავშვები კარგად არიანო და რამდენიმე ადამიანს აალაპარაკებენ "ობიექტივთან", რომლებმაც ეს "დაადასტურეს". თუნდაც ეგენი მართლა კარგად იყონ (ღმერთმა ქნას, ასეც იყოს), ტესტი ის კი არ არის, რომ ბავშვების უმრავლესობა კარგად არიან და იქ თავს კარგად გრძნობენ, არამედ ის, რომ ერთი მაინც თუ გახდა ძალადობის მსხვერპლი, უკვე დიდი პრობლემაა. აქ კი, როგორც გარედან ჩანს, ერთ და ორ შემთხვევაზე არ არის საუბარი. მოკლედ, ან შევცვლით ამათ, ან მუდამ ასეთი ნიუსები გვექნება.

 

წერს Facebook-ზე პოლიტიკოსი სერგი კაპანაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა