logo
ENG


სუბარი: როგორც კი სახალხო დამცველი არ შეუშვეს, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში
სოზარ სუბარი
04 ივნ, 2021 14:20
სუბარი: როგორც კი სახალხო დამცველი არ შეუშვეს, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში
  • 1296ნახვები


ამ ბავშვთან სახლთან დაკავშირებით 2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როცა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდაში და ზესტაფონში. მაშინაც ჰქონდათ მცირეოდენი პრობლემები შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა მალე დალაგდა. მთლიანობაში მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო საქართველოს მასშტაბით და ეს ორი კონკრეტული ბავშვთა სახლი გამოირჩეოდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

სახალხო დამცველს ბუნებრივია აქვს უფლება, აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როცა გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა სახალხო დამცველი, არ ვიცი მარტო დღეს რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური. სახალხო დამცველს როგორც კი არ მისცეს შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში და ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, სოზარ სუბარმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა