logo
ENG


თურნავა ნამახვანზე: მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ კომუნიკაცია ევროკავშირის მედიაციითაც
  • 1072ნახვები

ჩვენთვის ახლა გაჩერებული პროექტები წარმოუდგენელია. მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, იქ არსებულ ყველა პრობლემაზე შევთანხმდებით. მთავარია 2 პრინციპი - ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკა და ასევე, იყოს რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ...

რაც შეეხება აქტივისტებს, რომლებიც დღეს ხეობაში კარვებთან აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს, რა თქა უნდა, კვლავაც შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვართ მათთან კომუნიკაციისთვის. მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც აქამდე იყო, მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ კომუნიკაცია, ამისთვის ვთავაზობთ ევროკავშირის მედიაციასაც, რადგან, ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ სოლიდური და ნდობით აღჭურვილი პროცესი არის და პლატფორმა

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა