logo
ENG


კახაძე: ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხეული დარბაზშია და გარედან ლაპარაკობს ადამიანი
ლადო კახაძე
09 ივნ, 2021 13:51
კახაძე: ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხეული დარბაზშია და გარედან ლაპარაკობს ადამიანი
  • 1489ნახვები

დიდი მადლობა დარბაზში მსხდომ ყველა ადამიანს, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ქვეყანა დემოკრატიის გზაზეა და ყველას აქვს უფლება თქვას ის, რასაც ის თვლის საჭიროდ და ამაში დარწმუნებულია, რომ თავის სიმართლეს მოასმენინებს გარე სამყაროს. ისეთი შთაბეჭდილება კი მრჩება ზოგჯერ, რომ სხეული დარბაზშია და გარედან ლაპარაკობს ადამიანი. ჩემთვის ამას აქვს სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე გარკვეული ნიშანთვისებების ერთობლიობის გამოხატულება. მე მინდა ასეთი რამე ვთქვა, ჩვენი ხვალინდელი დღე მაინც თანხმობაზე გავა, სხვანაირად დავმარცხდებით. ნებისმიერი აქტი, რომელსაც პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს, ყველასათვის ნორმატიულ აქტად უნდა ითვლებოდეს. ამით დაგვინახავს გარე სამყარო,  რომ ჩვენ რაღაცაზე ვთანხმდებით, მიტევებაზე ვთანხმდებით.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა