logo
ENG


სანიკიძე ოცნებას: ვიცი, რომ ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გითანაგრძნობთ
  • 2671ნახვები

​მე ვიცი, რომ ქართულ ოცნებას ახლა ცოტა ისეთი დღეები გაქვთ, ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები. 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ მერე თქვენ მოსულიყავით 24 საუკუნის შემდეგ ხელისუფლებაში, მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ. ვიცი, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, გასაგებია, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან - როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?! პასუხს თუ მივიღებთ, მე გაძლევთ პირობას, რომ ამას [ამნისტიის პროექტს] მხარს დავუჭერ.

განაცხადა ენმ - ძალა ერთობაშიას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა