logo
ENG


მდინარაძე გავრილოვზე: სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, ის კაცი, პროტოკოლის თანამშრომელმა მიუტანა
  • 761ნახვები

წინა დღეს ირაკლი კობახიძემ უზრუნველყო ის, რომ გავრილოვს რომ არ წაეყვანა ეს სხდომა, მისი ბერძენი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო სხდომის წამყვანი.

იმ კაცმა [გავრილოვმა] - ამაში უნდა დავმდგარიყავით ერთად და პროვოკაციული წამოგების მცდელობა კი არ უნდა გქონოდათ - იმ კაცმა თავად პროტოკოლის რიგით თანამშრომელს უთხრა, ერთი სკამი მომიტანეო. პროტოკოლის თანამშრომელმა რა იცის, ხო. მიუტანა სკამი და წამოსკუპდა.

თუ ასეთი საკრალური ნივთის გამოჩენა გინდათ, სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, ის კაცი [გავრილოვი]. ასე პათეტიკურად გაგცემთ პასუხს.

ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული - ეს რომ დავუშვით. ამ 8-9 წლის განმავლობაში ამაზე უარესი არაფერი გახსენდებათ, რომ შეცდომა დაუშვა პროტოკოლის თანამშრომელმა. არავის ვაბრალებ, ჩვენი შეცდომა იყო ამ დარბაზში რომ შემოვუშვით. მაგრამ, ამ ტექნიკურ შეცდომას ამ საკრალურობის გამო მოჰყვა გულწრფელი ემოციები. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ 2019 წლის 20 ივნისის შესახებ ლაპარაკის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა