logo
ENG


სანიკიძე ოცნებაზე: სიმბოლიკა არ იციან რა არის, გამსახურდიას სავარძელი ავეჯი ჰგონიათ
  • 1202ნახვები

ბევრ რაღაცაზე დავხუჭეთ თვალი, მაგრამ ამნისტიაზე და იმაზე რაც მოხდა 20 ივნისს, როდესაც გავრილოვი ჩაგვისკუპეს [პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში]. სხვათაშორის, საინტერესო კომენტარი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ ის ზვიადის სავარძელი არ იყოო. სიმბოლიკა რა არის არ იციან. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ზვიად გამსახურდიას სავარძელზე, მათ ჰგონიათ, რომ ავეჯზე ვსაუბრობთ. ასეთი პრიმიტიული აზროვნება აქვთ... სამწუხაროდ, ასეთი ჩამორჩენილი ხალხი, როგორც დღეს, განათლებითაც, წიგნიერებითაც... გაოგნებული ვარ, ყველაზე ნიჭიერი კაცი მაინც არის მამუკა მდინარაძე მათ შორის, ასეთი სიბრიყვე როგორ თქვა, რომ ეს ზვიადის სავარძელი არ იყოო და მერე უმრავლესობამ ტაში დაუკრა. ხალხო სად ბალახობთ საერთოდ?! ავეჯზე კი არა სიმბოლოებზე გელაპარაკებით! მართლა ღვთისმშობელი იფარავას ამ ქვეყანას.

 

განაცხადა ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა კომენტარში. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სანიკიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ჰკთხა - როგორ მოხვდა 2019 წლის 20 ივნისს სერგეი გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში. საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გავრილოვი არა პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ "სხვა სკამზე" იჯდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა