ინფიცირების რაოდენობის მატება საბედნიეროდ არ არის, პირიქით, კლების ტენდენცია აღინიშნება. დღევანდელი 1000-ზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელი როგორც იცით არის ჩვეული სამშაბათის ეფექტი, რაც უკავშირდება შაბათ-კვირას დაგროვილ შემთხვევებს. 1000-ზე დაბალია შემთხვევები. აქ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნამ ეპიდემიის მიმდინარეობაზე რაიმე დამაზიანებელი ზეგავლენა იქონია, მით უფრო რომ იქ პრევენციული ღონისძიებები მაინც ტარდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილის გამოჩენა არ გვმართებს.
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.