logo
ENG


გამყრელიძე კომენდანტის საათზე: ამ ეტაპზე შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ
  • 1325ნახვები

დღეს ეს საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება. ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტეპმით. დღესაც 1000 შემთხვევაა ახალი, გასაგებია, რომ ეს სამშაბათის სინდრომია, სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც, ჩვენი ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 600-700-ს შორის. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. ჩვენ დავაკვირდებით კიდევ ერთი კვირა - 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება.

 

ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კითხვას - ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის მატების ფონზე, ხომ არ განიხილება ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა ივნისის ბოლოდან.



ასევე ნახეთ
close დახურვა