სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს "დელტა" შტამის [ე.წ. ინდური შტამის] ფუნქციონირება. "დელტა" შტამი მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ესენი არიან ძირითადად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. 18 შემთხვევაა დღეისათვის დადასტურებული. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ბრიტანული შტამის გარდა, რაც დღეს არის წამყვანი, უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც.
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.