logo
ENG


დედა სიდონია პანსიონზე: სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი ორგანიზაციები აკონტროლოს
დედა სიდონია
15 ივნ, 2021 15:20
დედა სიდონია პანსიონზე: სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი ორგანიზაციები აკონტროლოს
  • 627ნახვები

ეს მარტო ეკლესიას არ ეხება, სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ აკონტროლოს მსგავსი ორგანიზაციები, დაწესებულებები... ოჯახიც იმისთვის არის, რომ დედა და მამა ინაწილებენ ბავშვების აღზრდის საკითხში კონტროლს. არ გვიყვარს ეს ბავშვები? არ გვინდა, რომ საზოგადოებას მომავალში სრულფასოვანი, საღი, პროგრესული, ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი მოქალაქეები გავუზარდოთ? მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ მთავარი სახელმწიფოს როლია იმიტომ, რომ კანონი კანონია და ის ყველასთვის ერთი უნდა იყოს.

ჩახედულები არ არიან საქმეში, არ იციან იქ რეალურად რა ხდებოდა, გავრცელდა, რომ საპატრიარქოს ესხმიან თავს და უნდა დაუდგნენ გვერდით და ამ დროს ბავშვების ინტერესებს ვინ უდგება გვერდით? რეალურად, დაინტერესებულა ვინმე რა ხდება და რატომ შეიქმნა ეს პრობლემა? რა არის საქმის არსი ზოგადად? ან ბავშვები რა მდგომარეობაში არიან? 

 

განაცხადა სქემმონაზონმა სიდონიამ გადაცემა კომენტარში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა