საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ხანმოკლე კომენდანტის საათისა, მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში დარჩა ისევ ბევრი შეზღუდვა, თუმცა ნელ-ნელა ამსუბუქებენ. საქართველო ამაშიც მოწინავეა, პირველმა საქართველომ დაიწყო შემსუბუქება.
თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოში 23:00 საათიდან 04:00-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.