logo
ENG


ბოკერია: არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ოკუპაციის საკითხზე პარტნიორებს შეაწუხებდა
გიგა ბოკერია
17 ივნ, 2021 17:56
ბოკერია: არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ოკუპაციის საკითხზე პარტნიორებს შეაწუხებდა
  • 795ნახვები

არ გვყავს მთავრობა, რომელიც ოკუპაციის საკითხზე და სხვა ჩვენ ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე იმუშავებდა აქტიურად და მათ შორის ჩვენ პარტნიორებს, როცა ეს აუცილებელია, შეაწუხებდა, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის პრეზიდენტი, მაგალითად. ყველა საბუთი და ნიშანი გვაქვს იმის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო და მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის უაღრესად საზიანოა

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა